Thursday, September 3, 2009

თესლის ბანკი


კონსერვაცია _ კონსერვ–ი (ლათინური) _ საგანგებოდ დამუშავებული საკვები პროდუქტი, მოთავსებული ჰერმენტულად დახურულ ჭურჭელში; აქ _ მცენარის თესლის შენახვა.
საქართველო მდიდარია დეკორატიული, სამკურნალო, საჭმელი, საკვები და საღებავი მცენარეებით. მათი რაოდენობა სხვადასხვა მიზეზის გამო შემცირებულია. გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეებს ადამიანები აგროვებენ. მაგალითად: ყოჩივარდას, ტიტას, ზამბახს. ზოგიერთი მათგანი წითელ წიგნშია შეტანილი და საჭიოროა მათი დაცვა, ასევე – კონსერვაცია. მეცნიერები აკვირდებიან მცენარეთა აღმოცენებას, თესლის გაღვივების პროცესს, აგროვებენ თესლებს და ამ კოლექციას ინახავენ.
თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და ბოტანიკის ინსტიტუტთან არსებობს თესლის ბანკი, სადაც არის საკოლექციო განყოფილება. იქ საზღვარგარეთიდან, სამასამდე ბოტანიკური ბაღიდან იღებენ თესლებს და ქართველი მეცნიერებიც უგზავნიან აქედან. შემდეგ ხდება ამ თესლის გამრავლება.
საქართველოს ფლორის შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვის მეცნიერს _ ალბოკს, რომელმაც აფხაზეთში შეისწავლა მთელი რეგიონის ფლორა და შექმნა ჰერბარიუმი. მთელი კავკასიის მკვლევარია გროზგეიმი. მას შექმნილი აქვს შრომები აზერბაიჯანის, სომხეთის და ჩრთილოეთ კავკასიის ფლორაზე. დღესაც მისი ნაშრომებით სარგებლობენ მეცნიერები.
თესლის ბანკის ყველა დარბაზში ანბანის მიხედვით არის დალაგებული მცენარეთა სახეები და კარადებშია შენახული ყუთებით. მოსაძებნად ასეა მოსახერხებელი. ყველა მცენარეს აქვს ეტიკეტი, სადაც რიცხვია მითითებული, ასევე ადგილი და ვინ აიღო ეს მცენარე. კონვერტებში დევს მცენარის მოწყვეტილი ნაწილები, რომლის გადაგდება არ შეიძლება. თესლებს ათავსებენ სპეციალურ პეტრის ჯამებზე, აღვივებენ, აშრობენ და ინახავენ სპეციალურ პარკებში. შემდეგ ათავსებენ სპეციალურ პარკებში და ინახავენ მაცივარში, რომლებიც ამ თესლების შესანახადაა განკუთვნილი.
საკოლექციო განყოფილებაში პეტრის ჯამებზე ინახება მცენარეების თესლები, რომელთაც აუცილებლად სჭირდება დაცვა და კონსერვაცია. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

ქართული ზამბახი

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ქართული ზამბახი. ყვავილობს მარტის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე. ნაყოფი აქვს კოლოფის მსგავსი, თესლი ყავისფერი. თესლის წარმოქმნის კარგი უნარი აქვს. ის მიეკუთვნება კავკასიურ ენდემურ ჯიშს. გავრცელებულია ქართლსა და გარე კახეთში. ის დეკორატიული მცენარეა.

კავკასიური კაბაჭრელა

კავკასიური კაბაჭრელა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. იკეთებს ბოლქვს. ფოთოლზე აქვს ღვინისფერი ლაქა, ყვავილი მოთეთრო, მოვარდისფრო, ნაყოფი კოლობია, თესლი ყავისფერი. მწიფდება აპრილში. თესლი არც ლაბორატორიულ პირობებში პეტრის ჯამებში და არც ქოთანში აღმოცენდება. ის მრავლადაა ბუნებრივ პირობებში და ნიადაგზე ხარობს. მიეკუთვნება კავკასიურ ენდემურ ჯიშს. გავრცელებულია იმერეთში, რაჭა–ლეჩხუმში. იზრდება ტყეებში. სამკურნალო, დეკორატიული მცენარეა.

კოლხური ყოჩივარდა

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა კოლხური ყოჩივარდა. ყვავილები სურნელოვანია, გვირგვინის ფურცლები ვარდისფერია. ერთი ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15–18 დღეა. ნაყოფი კოლოფია. თესლი მუქი ყავისფერი, ახასიათბს თესლწარმოქმნის, თესლის გაღვივებისა და აღმოცენების კარგი უნარი. თესლიდან მიღებული აღმონაცენი ძალიან ნელა ვითრდება. საქართველოს ენდემია. გავრცელებულია რაჭა–ლეჩხუმში. სამკურნალო და დეკორატიული მცენარეა.


ჯგუფში მომუშავე მოსწავლეები: ლევან ქაია, გია ხაჩიძე, ირაკლი ნოზაძე, ანა იმნაძე, მარიამ ფროდიაშვილი, ელენე ფარჯიანი, მარი ფარულავა, მარი საგანელიძე, ნუკა ელბაქიძე, გუკა ჯიჯეიშვილი, ნოე სიხარულიძე, საბა რობაქიძე, ანა კვირიკაშვილი, მარიამ ჩხიკვაძე, ლუკა კოკაია, კობა კერატიშვილი, ქეთი ძიგვაშვილი, თორნიკე ტეფნაძე, გიორგი წიქორიძე, სოსო ქეშელაშვილი, გიორგი ბალიაშვილი, ნიკა კვარაცხელია, სალომე ტყაბლაძე, მარიამ წიქორიძე, ნიკა და ნინო ჯელიები.
ჯგუფის ხელმძრვანელები:ცირა ფანცულაია,ლია ოსიშვილი, მარიამ ხაზიური(თბილისის 52-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი,სოფიო მამაჯანაშვილი(მასწავლებლობის მაძიებელი)

No comments:

Post a Comment